პრემიერი: ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს

პრემიერი: ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს
03 / 10 / 2017 15:03

მთავრობის მეთაურმა წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის არსებულ განსხვავებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ "ოპონენტები გააფთრებულები იბრძვიან, თუმცა მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს".

პრემიერის თქმით, "ოცნებამ" ცოტა თამამად უნდა უთხრას მოსახლეობას სიმართლე".

"ჩვენც, პოლიტიკოსები უნდა ვეცადოთ, რომ ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი - სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ ყველაფერი აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი. ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამ - თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული სივრცით და ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დათანხმდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიებისთვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხი განიხილეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშილს ქონება 1 ლარად გადაეცემა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება