პრემიერი "ნაცმოძრაობაზე": ისინი არიან გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები

პრემიერი "ნაცმოძრაობაზე": ისინი არიან გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები
03 / 10 / 2017 16:46

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ მერიასთან გამართულ აქციას გამეოხმაურა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები გუშინდელ აქციაზე ზღვარგადასული და უსინდისო იყო.

"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ გასული დღეების განმავლობაში, თბილისის მერიაში რაც ხდება. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ყველაფერი ამ ზღვარს იქით გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ აი ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება.

რაზეა ახლა ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ როგორც ისინი აცხადებენ, „პანორამა თბილისი“ პროექტი მოგეხსენებათ, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 ათასი კვ.მ გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უნდათ წარმოაჩინონ და მათ მიმდევრებს, სხვათა შორის ეს არის არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთ-ერთი ქუჩის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, მე ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა ალბათ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დავიცვათ უფრო კარგად. თუმცა, ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე არის ძალიან განსხვავებული მათგან. და რაზეა საუბარი - პუშკინის სკვერის მითვისება უნდა ბიძინა ივანიშვილს, ამბობენ ეხლა. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი.

როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ, იმიტომ რომ არ არის პარკინგები თბილისში და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, იმიტომ რომ პარკინგის ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს დღეს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძლიან გვჭირდება. ეს ადამიანი პრაქტიკულად აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს პრაქტიკულად ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იმ სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. და საუბარი რაზეა, რომ ეს არის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა ტერიტორია, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი. და რა კიდევ, ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდა. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, არა ბოტანიკურ ბაღში, საჭირო არის სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება იმისათვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც არის გათვალისწინებული ამ პროექტის მშენებლობა, გამწვანდეს და მოირწყას და ირიგაცია მოხდეს ამ ახალი ტერიტორიის. ტყუილსაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, აქვს ყველაფერს თავისი ზღვარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს", - განაცხადა პრემიერმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება