კუჭავა: გამიჭირდება ვთქვა, თაბორის მთაზე ივანიშვილის გარდა სხვა ვინ ჩადებდა ინვესტიციას

კუჭავა: გამიჭირდება ვთქვა, თაბორის მთაზე ივანიშვილის გარდა სხვა ვინ ჩადებდა ინვესტიციას
03 / 10 / 2017 19:34

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფიქრობს, რომ თაბორის მთაზე "პანორამას" პროექტისთვის ინვესტიციას ბიძინა ივანიშვილის გარდა არცერთი ინვესტორი არ განახორციელებდა.

"თაბორის მთაზე განხორციელებული პროექტიზე არსებობს ყველანაირი გეოგლოგიური დასკვნები და პროეტო ხორციელდება ყველა სტანდარტოის შესაბამისად, რასაც მსგავსი მოცულობის პროექტი საჭიროებს.

თაბორის მთაზე ძალიან მალე ვიხილავთ წარმოუდგენელი მასშტაბის პროექტს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა თბილისელისთვის და არამხოლოდ თბილისელებისთვის.

თბილისისთვის თაბორის მთაზე განხორციელებულიპროექტი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი იქნება თავისი მოცულობით და მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ის ფაქტორი, რომ თანაინვესტირების ფონდი ასოცირებულია ბიძინა ივანიშვილთან, წარმოადგენს ერთადერთ საფუძველს ოპონენტებმა სპეკულირება მოახდინონ წინასაარჩევნოდ, მაქსიმალურად იყვირონ, დაიწერონ ქულები და შეეცადონ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და გამიჭირდება დავასახელო ისეთი ადამიანი, რომელიც მსგავს ინვესტიციას განახორციელებდა ასეთი მასშტაბური პროექტისთვის", - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულომ 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს, სადაც პარკინგი უნდა აშენდეს და ასევე, ბოტანიკურის ბაღის მიმდებარედ 5000 კვ. მეტრზე თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთს, სადაც პროექტ „პანორამას“ განხორციელება იგეგმება ფუნქციური სტატუსი შეუცვალა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება