თალაკვაძე: არანაირი კომპრომისის დაშვება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

თალაკვაძე: არანაირი კომპრომისის დაშვება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სირიის სახალხო საბჭოს დელეგაციის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას და კონსოლოდაციას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

"აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, მინდა ცალსახად გავიმეორო ჩვენი გუნდის პოზიცია. ჩვენი საგარეო კურსი მტკიცეა და მიმართულია დასავლურ ოჯახში-ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ევროალანტიკური ღირებულებები არის ის სივრცე, სადაც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ქყეყნის მომავალი განვითარება. არანაირი კომპრომისების დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. აფხაზეთი არის დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზი ძმები იმსახურებენ განვითარების შესაძლწბლობებს, უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურპირობებს. ამის ნაცვლად ოკუპანტია მხრიდან ვხედავთ მხოლოდ სამხედრო რიტორიკას და გვესმის მხოლოდ იარაღის ჟღარუნი. გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეობრობის მობილიზაციას და კონსოლოდაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და გავაგრძელებთ საქართველოს განვითარების პროცესს იმ მომენტამდე, ვიდრე არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა",- განაცხადა თალაკვაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები