ციხელაშვილი სირიის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტზე: ასეთი აქტივობა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება

ციხელაშვილი სირიის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტზე: ასეთი აქტივობა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება

სირიის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში დიპლომატიური არხები აამოქმედა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები ოკუპირებულ რეგიონში ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.

"ნებისმიერი ასეთ აქტივობა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ, მათ შორის მისი ძალისმიერი მეთოდებით მიღწეული შედეგების ლეგიტიმაციით, იქნას ლივერილებული",-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა.

საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები