ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ საინფორმაციო სემინარი გაიმართა

ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ საინფორმაციო სემინარი გაიმართა

სასტუმრო „ამბასადორში"  ახალგაზრდული საინფორმაციო/საკონსულტაციო რეგიონალური სემინარი გაიმართა. აღნიშნული სემინარი  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ევროპის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრთან და ევროსაბჭოსთან ერთად დაგეგმა. სემინარს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ევროპის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი ევა რეინა და  ახალგაზრდული პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ევროსაბჭოში ანდრე დოდინი. როგორც სპორტის სამინისტროში განმარტავენ, სემინარი  აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონებში ახალგაზრდული პოლიკიტის გატარების გააუმჯობესებას ისახავას მიზნად. პროექტის მიზანია  ახალგაზრდების ინფორმირებულობა, ახალგაზრდული პოლიტიკის სხვადასხვა მიდგომების გაცნობა და რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა. სემინარზე განიხილება შემდეგი თემები:
  •  ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მათთან კონსულტაციის კონცეფციისა და გავლენის განხილვა;
  •  ახალგაზრდების ჩართულობა მათთვის ინფორმაციის მიწოდების გზით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში;
  • ევროპული ინსტიტუტები და კონტაქტების დამყარება;
  • ახალგაზრდული პოლიტიკა ევროკავშირსა და ევროსაბჭოში;
  • კულტურათაშორისი დიალოგი;
  •  ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების და მათთან კონსულტაციის საუკეთესო მაგალითები სახელმწიფო დონეზე.
სემინარის მონაწილე ქვეყნები არიან :  საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია და ბულგარეთი.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები