უსუფაშვილი: კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა ვენეციის კომისიას გადავუგზავნე და მოიწონა

უსუფაშვილი: კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა ვენეციის კომისიას გადავუგზავნე და მოიწონა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საგანგებო პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო პროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალი ფორმულა არსებობს, რომელიც მან მიაწოდა ვენეციის კომისიას. უსუფაშვილი აცხადებს, რომ ინციატივა კომისიამ მოიწონა და საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა ამ თემაზე შეთანხმებისკენ.

"ამ თემაზე მე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი დეტალებზე საუბრისგან თავს, მაგრამ დღეს უკვე დროა მოგახსენოთ, რომ ჩემი ღრმა რწმენით არსებობს კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსავლის ფორმულა. არსებობს საკითხები, რომელზედაც შეჯერება შესაძლებელია. არსებობს ვერსია პრეზიდენტის ვეტოსი, რომლის გაზიარება უმრავლესობას შეუძლია. ამ პროცესში როგორ გრძელდებოდა მოვლენები, მოგეხსენებათ ვენეციის კომისიაში მიმდინარეობს ამ თემებზე მსჯელობა და საკითხები, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს ჩიხიდან გამოსვლის ფორულა, შემუშავდა ძალიან ხანგრძლივი კონსულტაციების და საუბრების შემდეგ.

მე მქონდა შეხვედრები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, უმრავლესობის წარმომადგენლებთან, აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის წარმომადგნლებთან და შესაბამისად ვთვლი, რომ არსებობს გამოსავალი.

ეს ინიციატივა მიეწოდა ვენეციის კომისიას, რომელმაც იგი მოიწონა და საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა ამ თემაზე შეთანხმებისკენ. ვენეციის კომისიის რწმენით, ეს არის სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული ფორმულა, რომელმაც შესაძლოა მიგვაღწევინოს გარკვეულ შედეგებს და ძირითად საკითხებში შეთანხმებას, ამით ყველა პრობლემა ვერ გვარდება.

ეს არის 5 პუნქტიანი პაკეტი:

1. ეს არის საარჩევნო ბლოკების დაშევბა, რომელზეც უმრავლესობა თანხმობას აცხადებს.

2. ეს არის ბონუსის გაუქმება პროპორციულ სისტემაშ 2024 წლიდან, ამაზეც უმრავლესობას მზაობა აქვს გამოთქმული.

3. ესაა ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუენბა, ოღონდ გარკვეული მოდიფიკაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავდივართ. ანუ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი, ხოლო საბჭოს აპარატი საქმიანობას გაუძღვება პრემიერმინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მისი ადმინისტრაცია.

4. საკითხი, ეს ეხება საპრეზიდენტო არჩევნების სისტემას და აქ შემოთავაზებულია არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნებზე გადავიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 2020 წელს არჩეული პარლამენტი დაადასტურებს დღევანდელი პარლამენტის მიღებულ გადაწყვეტილებას.

5. მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციური ჩანაწერის შემოფარგვლა პროპორციულ მაჟორიტარულ სისტემაზე ზოგადი მითითებით, ხოლო თავად შერეული სისტემის კონკრეტულ ვარიანტებზე დიალოგის გადატანა საარჩევნო კოდექსისი დონეზე. თუ ეს ინიციატივა იქნება გაზიარებული მხარეების მიერ, რაც ვენეციის კომისამ მოიწონა და გამოსავალია ჩიხიდან. მაშინ ერთი მხრივ გაზიარებული იქნება ხელისუფლების პოზიციია იმ ორი საკითხის თაობაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები