კვირიკაშვილი: თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს

კვირიკაშვილი: თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უამინდობის გამო თუშეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები.

ომალოში მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ერთი მამაკაცი, რომლის სიცოცხლეს, ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება, მაშველების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.

თუშეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ნებისმიერი სახის შესაძლო შეფერხება თავიდან იყოს აცილებული.

აგრეთვე გაცნობებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე - უცხოელი ვიზიტორების მზარდი რიცხვის ფონზე, თუშეთში კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, გასული წლის სეზონის მსგავსად, წლევანდელი ზამთრის მანძილზე, ყოველკვირეულად, რეგულარულად იფრენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

14 ივლისი, 2018

"ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არ ჩვერევით არასდროს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ბახტაძე ამ განცხადებით საპარლამენტო ოპოზიციას გამოეხმაურა. "თქვენ შფოთავთ და ფიქრობთ, რომ...

ახალი სტატიები