ჯეჯელავა:ოლიმპიადაში რომ გაიმარჯვებს მოსწავლე იტყვიან, ბაბუას გავს, ენაცვალოს მამიდაო

ჯეჯელავა:ოლიმპიადაში რომ გაიმარჯვებს მოსწავლე იტყვიან, ბაბუას გავს, ენაცვალოს მამიდაო

"ყველაფერს ჩემით მივაღწიე" - ეს თუ ერთხელ მაინც გითქვამთ, ეს არის დაუფასებლობა თქვენი ოჯახების, თქვენი მშობლების, თქვენი პედაგოგების. ვინც სული და გული ჩადო იმაში, რომ თქვენ ის გამოსულიყავით, რაც გამოხვედით", - ამის შესახებ განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გუშინ მასწავლებლებს პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პარლამენტში აცხადებს. მისი თქმით, პედაგიგობა არის დაუფასებელი პროფესია.

"სამწუხაროდ ადამიანს უყვარს, რომ თავის თავს დააბრალოს წარმატება და წარუმატებლობა დააბრალოს სხვას. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა. ოლიმპიადაში რომ გაიმარჯვებს თქვენი მოსწავლე იტყვიან, რომ ბაბუას გავს, ენაცვალოს მამიდაო, რაღაცას რომ ვერ ჩააბარებს იტყვიან, რომ მასწავლებელი არ ვარგაო. სამწუხაროდ ეს ხდება გერმანიაშიც, ეს ხდება საქართველოშიც, ამერიკაშიც ეს ხდება, ხალხს უნდათ, რომ კარგი მისი დამსახურება იყოს და ცუდი იყოს ვიღაცა სხვისი", - განაცხადა მინისტრმა. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები