კობახიძე: ვენეციის კომისია ამბობს, რომ გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ, მაგრამ ჭამა არავის უნდა

კობახიძე: ვენეციის კომისია ამბობს, რომ გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ, მაგრამ ჭამა არავის უნდა

ვენეციის კომისია ამბობს, რომ გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ, მაგრამ მისი ჭამა არავის უნდა, პასუხი მარტივია, ჩვენ ის ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტისთვის კი არა, საქართველოს მოსახლეობისთვის მოვამზადეთ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დამტკიცდება.

„ვენეციის კომისია საუბრობდა კონსენსუსზე და წუხილს გამოთქვამდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი არ იყო მიღწეული. ჩვენ ასევე ვწუხვართ ამის გამო. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, სხვდასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის კონსენსუსი შემდგარიყო. როგორც იცით, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც 2014 წლის შემდეგ ოპოზიციაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

ამგვარად, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ჩვენ ძალიან გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ, მაგრამ მისი ჭამა არავის უნდა. პასუხი მარტივია, ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი ოპოზიციური პარტიებისთვის და საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მოგვიმზადებია, არამედ ის მოვამზადეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

საქართველოს მოსახლეობა კი ისარგებლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს პრინციპების ძლიერ გარანტიებს, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების დაცვით საქართველოში, ისარგებლებს საქართველოს უფრო ძლიერი პარლამენტით და ოპოზიციით, სასამართლოს დამოუკიდებლობით, რასაც ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს. ახალი კონსტიტუცია გააუმჯობესებს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები