კობახიძე: კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ფართო კონსესუსი კონსტიტუციის შესახებ

კობახიძე: კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ფართო კონსესუსი კონსტიტუციის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის მსგავსად, პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსესუსის არ არსებობის გამო, სინანულს გამოთქვამს მმართველი გუნდიც. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, ვენეციის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვენეციის კომისია საუბრობს კონსესუსის შესახებ და სინანულს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ფართო კონსესუსი კონსტიტუციის შესახებ. ამის შესახებ ჩვენც სინანულს გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსი ყოფილიყო მიღწეული. როგორც იცით, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციაშია 2014 წლიდან, მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ მოვამზადეთ ძალიან გემრიელი ნამცხვარი, თუმცა, მისი დაგემოვნება არავის უნდა - ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს. პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ მოვამზადეთ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც ოპოზიციაშია, არამედ ეს გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ ქართველი ხალხისთვის და ქართველი ხალხი ისარგებლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს უფრო ძლიერი გარანტიებით. ქართველი ხალხი ისარგებლებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიებით, უფრო ძლიერი პარლამენტით და საპარლამენტო ოპოზიციით, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უფრო ძლიერი გარანტიებით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო ძლიერი გარანტიებით და ასე შემდეგ. კონსტიტუცია ნამდვილად აუმჯობესებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს დაამტკიცა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები