თალაკვაძე: კახა კალაძე მზადაა მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში

თალაკვაძე: კახა კალაძე მზადაა მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში
06 / 10 / 2017 16:30

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა მიიღოს მონაწილეობა კანდიდატების საერთო დებატებში. თალაკვაძემ მედიასაშუალებებს მიმართა და შესთავაზა, რომ შეთანხმდნენ ერთიან ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მოგეხსენებათ, რომ დღეს, საქართველოში თავისუფალი მედია-გარემოა და საბედნიეროდ არსებობს ბევრი მედია-საშუალება, რომელთაც სურთ კანდიდატებმა მონაწილეობა სწორედ მათ არხებზე გამართულ დებატებში მიიღონ.

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” პრაქტიკულად ყველა წინასაარჩევნო მედია-ფორმატში მონაწილეობს.

ცხადია, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად იზრდება მედიის ინტერესი და მოთხოვნა კანდიდატების დებატებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში.

ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება - ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას შეთანხმდენენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.

ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებას და მედიას, არ გვსურს გამოვარჩიოთ რომელიმე მედია საშუალება, ან რომელიმე მერობის კანდიდატი.

ამიტომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობას მიიღოს საერთო დებატში, რომელიც აგებული იქნება პარიტეტულ პრინციპზე და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს", - განაცხადა თალაკვაძემ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება