თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს ელჩებთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს ელჩებთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა
06 / 10 / 2017 17:17

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები იმყოფებიან. დღეს PSC-ის ელჩები, ვოლტერ სტივენსის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.

ლევან იზორიამ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობას. ლევან იზორიამ ამ მხრივ ევროკავშირის მხარდაჭერასა და ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, ელჩებმა დადებითად შეაფასეს ის რეფორმები, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიასთან, ნატოს მიერ განსაზღვრულ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებთან.

ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა მინისტრსა და ქართულ მხარეს მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიური ჩართულობისა და კონკრეტულად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.

PSC-ის ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელოვანი საქმიანობა აღნიშნეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება