ინაშვილი: იმედია, კანდიდატთა შორის დებატებში საზოგადოება ახალი ტიპის სააკაშვილებს შეიცნობს

ინაშვილი: იმედია, კანდიდატთა შორის დებატებში საზოგადოება ახალი ტიპის სააკაშვილებს შეიცნობს

"დიდი იმედი აქვს, რომ თბილისის საზოგადოება ამ კანდიდატთა შორის ახალი ტიპის სააკაშვილებსაც უდაოდ შეიცნობს და თბილისის აღმშენებლობაზე მოსაუბრე თამარ ჩერგოლეიშვილებსაც",- აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საერთო დებატების გამართავასთან დაკავშირებით.

"ვეხმაურები კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას საერთო დებატების ორგანიზების შესახებ. მზად ვარ, ერთიან ფორმატში (ყველა კანდიდატთან) მივიღო დებატებში მონაწილეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომ ეს დებატები ყველა არხმა ერთდროულად გააშუქოს, რომ გამოირიცხოს მედიისადმი შერჩევითი მიდგომა. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან საკუთარი რეიტინგის გაზვიადების მანია აშკარად ცდება ჯანსაღი თვითშეფასების ფარგლებს. ეს კი, დასაბალანსებელია სწორედ საჯარო დებატების გზით. დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის საზოგადოება ამ კანდიდატთა შორის ახალი ტიპის სააკაშვილებსაც უდაოდ შეიცნობს და თბილისის აღმშენებლობაზე მოსაუბრე თამარ ჩერგოლეიშვილებსაც, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად შეჭამეს და მოკლეს თბილისი. ამიტომ კალაძის პასუხი ჩემთვის გასაგები და მისაღებია. მეც იგივე კითხვა მაქვს: რატომ უნდა მიიღოს კალაძემ დებატებში მხოლოდ ელისაშვილის გამოწვევა? რითაა ელისაშვილი აღმატებული სხვა კანდიდატებზე? ბურთს კარგად კენწლავს? ჩვენ კარგად ვმღერით და ვცეკვავთ...:) ეს რა კრიტერიუმია?",- წერს ინაშვილი.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები