ელისაშვილი: მზად ვარ, ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში პირისპირ დებატებში დავუჯდე კალაძეს

ელისაშვილი: მზად ვარ, ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში პირისპირ დებატებში დავუჯდე კალაძეს
06 / 10 / 2017 18:59

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მასთან პირისპირ დებატებში დაჯდომას ერიდება. ამის შესახებ ელისაშვილმა კახა კალაძის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.

"მე რამდენჯერმე შევთავაზე კახა კალაძეს პირდაპირ დებატებში დაჯდომა პირისპირ. კალაძე და მისი შტაბი ამ დებატებს გაურბის და ახლა მოიგონეს რაღაც გაუგებრობა, რომ როგორმე თავისი უკან დახევა და შიში ახსნან. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიები არ დაექვემდებარონ პარტიულ დირექტივას. მე მზად ვარ ნებისმიერი ტელევიზიის, მათ შორის, სახელისუფლებო ტელევიზიების ფორმატში მივიდე და პირისპირ დავუჯდე კახა კალაძეს",- აღნიშნა ელისაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა მიიღოს მონაწილეობა კანდიდატების საერთო დებატებში. თალაკვაძემ მედიასაშუალებებს მიმართა და შესთავაზა, რომ შეთანხმდნენ ერთიან ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება