აჭარაში ფესტივალი ''განდაგანა'' გაიმართა

აჭარაში ფესტივალი ''განდაგანა'' გაიმართა
08 / 10 / 2017 12:35

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ ოჯახთან ერთად ესტუმრა, დაათვალიერა პავილიონები და ფესტივალის მონაწილეებს გაესაუბრა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფლად ტურიზმის განვითარება რეგიონის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ორდღიანი ფესტივალი ბათუმში გუშინ დასრულდა. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობდა. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იყო წარმოდგენილი. სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა.

ფესტივალი დაყოფილია თემატურ კუთხეებად - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად. სტუმრებს საშუალება ქონდათ ჩართულიყვნენ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში.
დღის ბოლოს კი ფესტივალი ჯგუფ „ფრანის“ კონცერტით დასრულდა.

ფესტივალი წელს ხალხმრავლობითა და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება