გოცირიძე: ეს "თბილისობა" კი არა, მეზობელი რაიონობაა, გლეხებს შემოაქვთ საქონელი და ჰყიდიან ქალაქში

გოცირიძე: ეს "თბილისობა" კი არა, მეზობელი რაიონობაა, გლეხებს შემოაქვთ საქონელი და ჰყიდიან ქალაქში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით წერს.

"რა არის თბილისობა?

-გრანდიოზული შაბათ-კვირის საშემოდგომო სასოფლო-სამეურნეო ბაზრობა? მოსავლის დღე? კარგია, თუ ესაა, მაგრამ ეს ”თბილისობა” არ არის. უფრო მეზობელი რაიონობაა, საიდანაც გლეხებს შემოაქვთ საქონელი და ჰყიდიან ქალაქში.

-ქუჩის მუსიკის ფესტივალი? რაღაც არა ჰგავს. უფრო საყიდლებზე თუ სასეირნოდ გამოსული ხალხისთვის მუსიკალური ფონის შექმნაა აქა-იქ გამართული ცეკვა-თამაშით.

-იქნებ ქართული სუფრის, კულინარიის დემონსტრირებაა? არა, არა! სუფრა ამ ზეიმის ყველაზე ცუდი ნაწილია. მწვადის სუნი და ხის უშნო, დროებითი დახლები.

სისუფთავე კიდევ ცალკე თემაა.

მაშინ რა არის?

ყველაფერი ერთად და ასევე სურვილი, გიხაროდეს ქალაქის დიდ მასაში და ამ ხალხმრავლობაში გქონდეს ერთიანობის თანაგანცდა, რომელიც ”ჩვეულებრივ დღეებში” არ არის.

კიდევ, რაღაცის მოლოდინია, რომელიც არასდროს მართლდება, ბრუნდები გაწბილებული და ამ მოლოდინის იმედით ხელმეორედ და ხელმესამედ გადიხარ ქუჩაში.

ტრანსფორმაცია? არა მგონია. ყველა სიახლე ”მიზნობრივ ჯგუფზე” ორიენტირებული იქნება. ერთადერთი, რაც შეიძლება, მისი გაკულტურებაა.
ჰო და ვისაც ეზეიმება, იზეიმოს. იქნებ არიან ასეთებიც და ვერ ვამჩნევთ?", - წერს გოცირიძე. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები