ირმა ინაშვილი: "კვლევა" აჩვენებს, რომ თბილისს, თურმე, კახი უნდა, მაგრამ უგულავა ენატრება"

ირმა ინაშვილი: "კვლევა" აჩვენებს, რომ თბილისს, თურმე, კახი უნდა, მაგრამ უგულავა ენატრება"

"დღევანდელი ხელისუფლებისთვის ქვეყანა ჭადრაკის დაფას ჰგავს. ის ეთამაშება ამერიკას, ეთამაშება რუსეთს, ეთამაშება თურქეთს. შიდა სივრცეში ეთამაშება პოლიტიკურ პარტიებს, ცალკეულ ლიდერებს. ეთამაშება რეიტიგებით, ტელედებატებით. დღევანდელ ხელისუფლებას თავი ჰგონია ფიშერი, მაგრამ სინამდვილეში ვერც ფიშერია, ვერც კასპაროვი და არც ჭადრაკის თამაში იცის. უბრალოდ, სიამოვნებს ფიგურების გადაადგილება", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ფიშერობს და კასპაროვობს. ამასობაში, ამერიკას ამშვიდებს, ეუბნება: აი, თქვენთვის სასურველი პარტიები (ნაცები და ევროოცნება) დომინირებენ მთავარ ოპოზიციურ ძალებად, რაც ტყუილია. არანაირი 8%-ი ბოკერიას პოლიტჯგუფს არა აქვს. თავად "ოცნებამ" კარგად იცის, რომ ბოკერიას ფრთის რეიტინგი 2-3%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ "კვლევა" აჩვენებს, რომ თბილისს, თურმე, კახი უნდა, მაგრამ უგულავა ენატრება. დღევანდელი ხელისუფლება ვალს ადებს ამერიკას: აი, კი უჭირს ბოკერიას რეიტინგში, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ დომინირებდეს წინა პოზიციებზე და მართლა ცდილობს. გულით ცდილობს ამას "ქართული ოცნება".

მთავარია ბატონი კელი დამშვიდდეს, რომ ეროვნული ძალები, არალიბერალები, კონსერვატორები, ნაცებს და ევროოცნებას ვერ გადაუსწრებენ. არადა, ბატონმა იან კელიმ, ასევე, კარგად იცის, რომ ბოკერიას ჯგუფი ერთობ ბოლო იარუსზეა, რეალური რეიტინგის მიხედვით. დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ წერს არჩევნების შედეგებს. შედეგები უკვე დაწერილია და ის "პრავდება" რუსთავი 2- ისა და იმედის "კვლევების" იდენტური შედეგებით. ესეც წინასწარაა შეთანხმებული და გავლილი. მარტივ პროგნოზს ვაკეთებ: ხალხს თავზე ნუ ახვევთ ნაცებსა და ბოკერიას ევროოცნებას. ეს "საჭარდრაკო პარტია" ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება... აგერ -თქვენ და აგერ- მე", - წერს ინაშვილი facebook-ში.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები