გიორგი ალიბეგაშვილი: ქალაქის განვითარებაში ხელს არავის შევაშლევინებ

გიორგი ალიბეგაშვილი: ქალაქის განვითარებაში ხელს არავის შევაშლევინებ

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ხვალ, თბილისის საკრებულოსთან, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არავის მისცემს უფლებას ქალაქის განვითარებას ხელი შეეშალოს.

"თითქოს ჩვენ სიმბოლურ ფასად ვაძლევთ ვინმეს ქალაქის ქონებას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ხვალ გამოვიტანთ ჩვენ საკითხებს. მე არავის შევაშლევინებ ხელს რომ ქალაქი განვითარდეს",- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ხვალ, საკრებულოს სხდომაზე თაბორის მთის ტერიტორიის და პუშკინის სკვერის საკითხი უნდა განიხილონ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიების გადაცემა საკრებულოს ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად სურს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" ხვალ საპროტესტო აქციას გამართავს.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები