ზურაბ პატარაძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

ზურაბ პატარაძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

დღეს ქობულეთის კულტურის სახლში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის წევრებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, წარმატებები უსურვა და მომავალი თაობების განათლების სფეროში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე, რომელიც ქობულეთის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, დასახელდნენ წლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 1994 წლიდან, ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება. 

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები