ალიბეგაშვილი:საკრებულოს სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედია დაესწრება

ალიბეგაშვილი:საკრებულოს სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედია დაესწრება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გახლავთ ქალაქის თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა, დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები და იზრუნოს დედაქალაქის განვითარებაზე. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილები არიან, რათა ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომის ჩაშლის მცდელობამ და მერიაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართალდამცავების შეურაცხყოფა და ამასთან ინფრასტრუქტურის დაზიანება. აქედან გამომდინარე თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები. კანონის დარღვევის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. რეგლამენტი უნდა განხორციელდეს, გარდა ამისა, ჟურნალისტებს მოგმართავთ, როდესაც წარმოდგენილი იქნებით, ჩვენი თხოვნა იქნება, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოთ", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრის და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემას განიხილავენ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები