ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 910 532 ლარი დაიხარჯება

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 910 532 ლარი დაიხარჯება

მერიის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას გამზირის გასწვრივ მდებარე ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ტენდერი გამოცხადდა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 910 532 ლარს შეადგენს.

"პირველ ეტაპზე, 2017 წლისთვის დაგეგმილია არხის სადემონტაჟო სამუშაოები და ახალი რეკონსტრუირებული არხის მშენებლობა, პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება, არხის დახურული უბნების მოწყობა, პანდუსებზე და გადასასვლელბზე მოაჯირების მოწყობა, არხის თავზე ბუნებრივი გარნიტის ბორდიურების მოწყობა, სარწყავი სისტემების მონტაჟი, წყალსაწრეტი ცხაურებისა და მილების მონტაჟი, დეკორატიული ქოთნების მოწყობა.

დენდროლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, მცენარეთა მოვლა-პატრონობა 2018 წლის თებერვალსა და მარტში, გაზაფხულზე განხორციელდება," - აღნიშნულია მერიის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

05 აპრილი, 2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები