ტყემალაძე: დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არც პარლამენტის წევრს და არც სხვას არ მიეცემა

ტყემალაძე: დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არც პარლამენტის წევრს და არც სხვას არ მიეცემა
10 / 10 / 2017 15:39

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოში დებოშიც მოწყობის საშუალება არავის მიეცემა. ტყემალაძის თქმით, "არის მცდელობა რომ მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს სხდომასა და მის მუშაობას შეეშალოს ხელი".

"მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ამის უფლება ნამდვილად არავის აქვს. გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ. რეგლამენტისა და კანონის დარღვევა სრის მათი მხრიდან, როდესაც ისინი იჭრებიან შენობებში, ამტვრევენ მიკროფონებს და საკრებულოს ფუნქციონირების უფლებას არ აძლევენ. დებოში მათი მხრიდან არის დაანონსებული, ყველამ ნახეთ 29 სექტემბერს რა საქციელით მოქმედებდნენ და ყველა ზომას მიმართავდნენ, რომ საკრებულოს მუშაობისთვის შეეშალათ ხელი. მათი განცხადებები ნათლად აჩვენებს რა განზრახვა აქვთ დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არ მიეცემა არც პარლამენტის წევრს და არც ერთ სხვა მოქალაქეს", - განაცხადა ტყემალაძემ.

"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ოპოზიცია მოითხოვს, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება მიეცეთ, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია.

დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრის და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემას განიხილავენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება