ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ნურეთინ ჯანიქლის შეხვდა

ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ნურეთინ ჯანიქლის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნურეთინ ჯანიქლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამიართა. თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმში "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე" (GDSC) დასწრების ფარგლებში იმყოფება, რომელიც 12 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ზურაბ პატარაძემ თავდაცვის მინისტრთან საუბრისას გაიხსენა გასულ წელს შავ ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული ქართველი სამხედროების სამძებრო სამუშაოებში თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ჩართულობა, ასევე თურქეთის მთავრობის დახმარება ბორჯომის ხეობასა და შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. აღნიშნული მხარდაჭერისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება.

ზურაბ პატარაძის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის და რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრი ქვეყნების გემების აქტიურობა შავ ზღვაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3-5 ნოემბერს იგეგმება „NATO-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2“–ის გემების „საპორტო ვიზიტი“ ბათუმის პორტში, რომლის შემადგენლობაში შედის თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ბულგარეთის და რუმინეთის გემები.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. თურქეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯელალ სამი თუფექჩი და ბასათ ოზთურქი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი და თურქეთის რესპუბლიკის თავმდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

სტიქია რაჭაში - რა მდგომარეობაა ამ წუთებში ონში (ფოტორეპორტაჟი)

სტიქია რაჭაში - რა მდგომარეობაა ამ წუთებში ონში (ფოტორეპორტაჟი)

14 ივლისი, 2018

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის განცხადებით, როგორც კი მდინარე რიონში წყლის დონე დაიკლებს, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. მივივე თქმით, სანამ ხიდის რეაბილიტირება მოხდება, დროებითი...

ახალი სტატიები