ზაალ უდუმაშვილი: ერთ დაკავებულზე ათი იმდენი გამოვა ქუჩაში, პირობას ვაძლევთ!

ზაალ უდუმაშვილი: ერთ დაკავებულზე ათი იმდენი გამოვა ქუჩაში, პირობას ვაძლევთ!
10 / 10 / 2017 18:29

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათი იარაღი ხმამაღალი პროტესტია. როგორც მან თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ დაკავებულ ადამიანზე, ათი იმდენი გამოვა ქუჩაში.

"ძალიან ბევრნი ვართ აქ, ყველას ვერ დააკავებენ. ერთ დაკავებულზე, ათი იმდენი გამოვა ქუჩაში, პირობას ვაძლევთ. ჩვენ გარეთაც ვიხმაურებთ, ჩვენი დეპუტატები შიგნითაც არიან საკრებულოში, რომლებიც ასევე ხმამაღლა გამოხატავენ პროტესტს. მართლა ძალისმიერ მეთოდს ხომ არ გამოვიყენებთ, ჩვენი იარაღი არის ხმამაღალი პროტესტი. პროტესტს მივმართავთ ბოლომდე და ბოლომდე გამოვიყენებთ კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას",-განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს. საკრებულოსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია.

დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრის და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემას განიხილავენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება