"ნაციონალური მოძრაობის" აქციას საკრებულოს წინ "ევროპული საქართველოც" შეუერთდა

"ნაციონალური მოძრაობის" აქციას საკრებულოს წინ "ევროპული საქართველოც" შეუერთდა

თბილისის საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტს "ევროპული საქართველოს" წევრებიც შეუერთდნენ. როგრც ისინი ჟურნალისტებთან აცხადებენ, არ აპირებენ საკრებულოში ძალისმიერი მეთოდებით შეჭრას და მშვიდობიან აქციას გამართავენ.

"ჩვენ არ ვაპირებთ პოლიციასთან ჭიდაობას, იმიტომ რომ ეს პოლიცია არის მსხვერპლი "ქართული ოცნების" უკანონობის. ჩვენ მოვედით მშვიდობიანად დეპუატატები, კანონის დაცვით იმისთვის, რომ დავსწრებულიყავით ამ სხდომას. დღეს ჩვენ ვხედავთ რომ "ქართული ოცნებ" პოლიციის კორდონებს ამოეფარა, შეიკეტა საკრებულოში შეშინებული და სჩადის უკანონობას, ნებისიერი მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, ეს ვერ იქნება ამოქმედებული.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 21 ოქტომბერს თბილსმა უარი უთხრას ნებისმიერ პოლიტიკურ ძალა, რომელიც საკუთარ თავს დააყენებს კანონზე მაღლა, განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფოტო: თამარ ჩერგოლეიშვილის სოციალური ქსელიდან

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები