თალაკვაძე: ყველამ უნდა მოვახერხოთ პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელება

თალაკვაძე: ყველამ უნდა მოვახერხოთ პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელება

"კარგად ვხედავთ, რომ რეალურად ოპოზიციას თემა არ გააჩნიათ წინასაარჩევნო კამპანიაში, ამიტომ, ისინი ცდილობენ ნებისმიერი საკითხი გამოიყენონ სპეკულაციის მიზნით",- ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე.

"ამაზე პასუხი არის ის, რასაც ამბობს კანონმდებლობა. ვფიქრობ, ჩვენ, ყელანი მოვახერხებთ რომ კონსტრუციულ რეჟიმში განვაგრძოთ პროცესი",- განაცხადა თალაკვაძემ.

საკრებულოსთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია, თუმცა ოპოზიციამ შენობაში შეჭრა სცადა.

საკრებულოს სხდომაზე თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრის და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემას განიხილავენ.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები