პრემიერი: რუსეთის მხრიდან პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენ ვდგამთ დიპლომატიურ ნაბიჯებს

პრემიერი: რუსეთის მხრიდან პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენ ვდგამთ დიპლომატიურ ნაბიჯებს
12 / 10 / 2017 11:22

"მიუხედავად პროვოკაციული ქმედებებისა საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს",- ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებს შერიგების პოლიტიკას და მზადაა, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს გაუზიაროს.

"მოგეხსენებათ რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ რბილ თუ ხისტ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არამარტო ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც, მშვიდობისა და სატაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ მეტ ძალისხმევას საჭიროებს. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებზე, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო, უსაფღთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით. განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით სამხედრო წვრთნით. მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს. ასევე, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ შერიგების პოლიტიკას და მზად ვართ მაქსიმალურად გავუზიაროთ პროგრესი ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს",- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას, სადაც განიხილება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება