პრემიერი: საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით

პრემიერი: საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით
12 / 10 / 2017 11:46

"საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების მიმართულებით",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

მთავრობის მეთაურმა კონფერენციის სტუმრებს ის პოზიტიური დინამიკაც გაუზიარა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური მიმართულებით აქვს.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოკლედ გაგიზიაროთ ასევე, ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, რადგან ჩემს მიერ თავში დასახელებული პრობლემები ვერ გადაიჭრება, თუ არ იქნა მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა თითქმის ყველა რეიტინგში ეკონომიკური მიმართულებით. მაგალითისთვის მინდა მოგახსენოთ, რომ Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა და ამავე დროს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი - ვაშენებთ ეფექტიან სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა", წელს სრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, დავიწყეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი",- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, "საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების მიმართულებით".

"რაც მთავარია, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სწრაფი განვითარება. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ უკვე, ერთ წელიწადში შევძელით არა მარტო რეგიონული შოკის წარმატებით გადალახვა, არამედ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენი რეფორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმების პროგრამის განხორციელება შთამბეჭდავად დაიწყო და ყველა მაჩვენებელი გადაჭარბებით არის შესრულებული, ეკონომიკა გაიზარდა დაგეგმილზე უფრო სწრაფად, სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, და რომ მთავრობის რეფორმები უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ დინამიკას მომავალში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებს არა მარტო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, ასევე - კერძო სარეიტინგო კომპანიებიც, რისი დასტურიცაა "მუდისის" მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი საქართველოსთვის Ba3-დან Ba2-მდე. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამ წარმატებების შესახებ ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში იმყოფება საქართველოს უამრავი მეეგობარი და მე მინდა, რომ ყველა მეგობარმა იგრძნოს თავი ამ წარმატების თანამონაწილედ. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიტიური განვითარების ტრაექტორიის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგის შედეგად, ჩვენი მეგობრების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა სტაბილურობის სურათის გაუმჯობესება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა, წარმატება გისურვოთ, წარმატება ვუსურვო ფორუმს და გამოვთქვა იმედი, რომ ხვალ იქნება უკეთესი ამინდი, ყველა თქვენგანი დარჩება ბათუმში დღევანდელი დღის მიღმა და ისიამოვნებს ამ უმშვენიერესი ქალაქის მზიანი ამინდითაც",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება