ლევან იზორია: საქართველომ სწორად გაიაზრა მოსფლიოსა თუ რეგიონში არსებული საფრთხეები

ლევან იზორია: საქართველომ სწორად გაიაზრა მოსფლიოსა თუ რეგიონში არსებული საფრთხეები
12 / 10 / 2017 11:59

მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ადეკვატური და დროული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა იყო. ლევან იზორია სიტყვით ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველ პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ გამოვიდა და თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ იმ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტები, რაც შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. ამ მხრივ მინისტრმა სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებაზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, ეროვნული თავდაცვის გეგმის შემუშავებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ წვრთნებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

მოხსენების ბოლოს ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველომ სწორად გაიაზრა მსოფლიოსა თუ რეგიონში არსებული საფრთხეები, ადეკვატური რეაგირება მოახდინა მათზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უელსისა და ვარშავის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილების სტრატეგიულ მიმართულების - შეკავების პოლიტიკის თანამონაწილეა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება