კობახიძე: ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება

კობახიძე: ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება

"საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, რომლებსაც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება", ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს".

საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენტიტეტის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამავდროულად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, რომლებსაც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო წარმოდგენილია ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით ავღანეთში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში არჩეულ საგარეოპოლიტიკურ კურსსა და პრიორიტეტებს დადებითი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური და ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.

რიგით მე-11 კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის არიან ნატოს "მტკიცე მხარდაჭრის" მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სხვა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები