დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც კონსესუსის დარღვევას გულისხმობს

დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც კონსესუსის დარღვევას გულისხმობს
13 / 10 / 2017 11:28

"პრეზიდენტი ვერ გასცდა ოპიზიციურ დღის წესრიგს და კონსენსუსის ნაცვლად გადადგა ნაბიჯი, რომელიც კონსენსუსის დარღვევას გულისხმობს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთიდაიგივე საკითხზე საუბარი მმართველ გუნდს არაერთხელ მოუწია.

"კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რატომ უნდა იქნას ვეტო დაძლეული, არა იმიტომ, რომ ეს შეგვიძლია, არამედ ეს არის საჭირო და მნიშვნელოვანი ფორმატი, რითაც ჩვენ ქვეყანას ექნება კარგი, დემოკრატიული რეგულაციები გათლილი გრძელვადიან განვითარებაზე. ის საკითხები, რომლებიც იყო თავის დროზე შეთანხმებული, როგორც ვენეციის კომისიასთან და პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებასთან, სწორედ ამ საკითხების კონსტიტუციაში თავისდროული ასახვისთვის იქნა წინადადება პრეზიდენტთან გაგზავნილი თავის დროზე, რომ ვეტო დაედო მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც იყო შეთანხმებული, მაგრამ ოპოზიციურ დღის წესრიგს პრეზიდენტი ვერ გაცდა, ამაზე გვქონდა საუბარი გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ბევრი კითხვა დავსვით, რომელზეც ვერც ერთი პასუხი ვერ მივიღეთ. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, ანა დოლიძე მაქსიმალურად არიდებდა თავს პირდაპირი პასუხების გაცემას. ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ იმაზე, თუ რატომ დგამს პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს, რომელიც არა თუ კონსენსუსისკენ გადადგმული ნაბიჯია, არამედ ეს კონსენსუსის დარღვევას გულისხმობს, რომელიც იქნა მიღწეული ვენეციის კომისიასთან და პირველ რიგში ქართულ საზოგადეობასთან“–განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს აუცლებლად იქნება ვეტო დაძლეული და „ქართული ოცნების მიერ“დაანონსებული ცვლილებები აუცილებლად იქნება შეტანილი კონსტიტუციაში ახალი ინიციატივით.

დღეს როგგარეშე სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება