ხოშტარია: მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციამ პროტესტი დააფიქსიროს

ხოშტარია: მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციამ პროტესტი დააფიქსიროს

"უმრავლესობის პოზიცია, სამწუხაროდ, დიდი ხანია ცნობილია, ისინი მიდიან საერთაშორისო აზრის, რაც მთავარია ქართული საზოგადოების, ყველა პოლიტიკური პარტიის, ზოგადად ყველას წინააღმდეგ",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა და თბილოსის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, "მმართველი გუნდი ყველას წინააღმდეგ მიდის იმის გამო რომ გაიტანონ ის, რაც აქვთ ჩაფიქრებული".

"ცხადია, არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ უმრავლესობა პოზიციას შეიცვლის ან რამეს გააკეთებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციამ დააფიქსიროს მკაფიო პროტესტი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როგორი კონსტიტუცია არ უნდა მოირგონ, ისინი ამით ხელისუფლებას მაინც ვერ გაიხანგრძლივებენ, პირიქით, ასეთი დამოკიდებუელბა საზოგადოების მიმართ არის უმოკლესი გზა ხელისუფლების დაკარგვის. ცხადია, ჩვენ გვექნება მკაფიო პროტესტი, რომელსაც ვახმოვანებთ ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის სახელით",–განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს დაამტკიცა და მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში დღეს განიხილავენ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები