დოლიძე:თუ მმართველი გუნდი ვეტოს არ გაიზიარებს, მოუწევს შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება

დოლიძე:თუ მმართველი გუნდი ვეტოს არ გაიზიარებს, მოუწევს შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება
13 / 10 / 2017 12:20

"თუ მმართველი პარტია ვეტოს არ გაიზიარებს, ბუნებრივია, ის აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, დოკუმენტზე და იმ შედეგზე რომელიც ამ დოკუმენტს მოსდევს",–აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საპარალმენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა,

ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტმა წარადგინა შენიშვნები, რომელიც ეყრდნობა, როგორც "ქართული ოცნების", ასევე ოპოზიციის წინადადებებს.

"პრეზიდენტმა კონსტიტუციასთან მიმართებაში წარადგინა უპრეცედენტო ტიპის მოტივირებული შენიშვნები, ვინაიდან, ეს შენიშვნები არის თანხმობის შენიშვნები. იგი ეყრდნობა, როგორც "ქართული ოცნების" წინადადებებს, ასევე ოპოზიციის წინადადებებს. ეს არის ისტორიული შემთხვევა და მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მოვისმინეთ ბევრი შეურაცხყოფა დღეს იმედი მაქვს საქართველოს პარლამენტის კეთილგონიერების, რომ ისინი ადეკვატურ, შინაარსობრივ ყურადღებას მიაქცევენ ჩვენს მიერ წარდგენილ შენიშვნებს. დღევანდელი ვეტო არის განსაკუთრებული, იმიტომ, რომ ის აღარ არის მხოლოდ პრეზიდენტის კუთვნილება, ვეტო არის როგორც "ქართული ოცნების", ასევე ოპოზიციის კუთვნილება. ექვსი საკითხიდან, რომელიც ვეტოშია მოხსენებული, ხუთი საკითხი არის ან ინიცირებული ან საკუთარ თავზე ვალდებულებად აღებული "ქართული ოცნების" მიერ. ამიტომ ქვია ამას თანხმობის ვეტო და ამიტომ არის საშუალება ერთპარტიული დოკუმენტიდან, მრავალპარტიული კონსენსუსის დოკუმენტად იქცეს,"- განაცხადა დოლიძემ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდოვანი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ შეიძლება არ გაიზიაროს შენიშვნები მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ინიციატივა, რომ პარტიული კუთვნილებიდან ეს გახდეს მრავალპარტიულ კუთვნილებად, დოლიძის თქმით თუ მმართველი პარტია ამას არ გაიზიარებს, ბუნებრივია ის აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც დოკუმენტზე, ისე იმ შედეგზე რომელიც ამ დოკუმენტს მოსდევს.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს დაამტკიცა და მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში დღეს განიხილავენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება