რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებას": ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი

რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებას": ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი
13 / 10 / 2017 12:47

''ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი. რომ არა ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებმაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს შეუსწორეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტი მიღებულია არა ერთი პარტიის, არამედ ხუთი პარტიის მიერ.

რომან გოცირიძე ანა დოლიძის შეფასებას ეთანხმება, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს საერთო სახალხო შეთანხმებით მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოში არსებული ყველა პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“.

''ახლა გვესმოდა აქ ჩვენ, რომ თურმე ერთი კი არა, ხუთი ყოფილან. მე მგონი გურამ დოჩანაშვილი ყველას გვაქვს წაიკითხული, როცა ამბობს, რომ 1+1 ყოველთვის არ არის 2, აბა წარმოვიდგინოთ, გზაზე მიდის მოქალაქე, რომელსაც სახელად ჰქვია სერვანტესი, და გვერდით მიდის, მეორე და მესამე მოქალაქე, რომელსაც ქვია დავუშვათ „მწვანეთა პარტია“ მრეწველთა პარტია და იმ ერთს მიმატებული იქნება ორი. ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი. ეს ერთიც კი არ არის ერთი. რომ არა ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება -ნული. ამიტომ, როდესაც აქ იყო საუბარი, რომ რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობენ ის პარტიები, თქვენი მხარდაჭერის პროცენტი, 7 მილიარდის გარეშე იქნება ნული“, - აღნიშნა რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება