აჭარაში, გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე, ახალი გზის მშენებლობა იწყება

აჭარაში, გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე, ახალი გზის მშენებლობა იწყება
13 / 10 / 2017 15:11

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს არჩილ ჩიქოვანთან ერთად ჭოროხის პირის ქუჩაზე 5,7 კილომეტრიანი გზის დაწყების სამუშაოები დაათვალიერა. ახალი გზის მონაკვეთი გონიოს ხიდს მახოს ხიდთან დააკავშირებს. 

ამ ეტაპზე ჭოროხის პირის გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობა 1000 მეტრზე მიმდინარეობს. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ და განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორმხრივი, ორზოლიანი გზის მონაკვეთი მნიშვნელოვანწილად განტვირთავს გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე მოძრაობას, გამარტივდება სატრანზიტო მიმოსვლაც.

სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდება. პირველი ეტაპის 1 კმ გზის მოწყობის სამუშაოებისთვის 1 031 073 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების სრული ღირებულება კი 8 229 570 ლარია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა 197 გრძ.მ. გაბიონი, 190 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 140 გრძ.მ. მონოლითური რკ. ბეტონის სწორკუთხა მილი და 54 გრძ.მ. ლითონის მილი.

სამუშაოები 27 სექტემბერს დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება. გზის მშენებლობაზე დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი. სამუშაოებს შ.პ.ს. „ტ.ტ.“ ასრულებს.

აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ რეგიონში, მიმდინარე წელს, 350-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი (გზების მოასფალტება, ბეტონის საფარის დაგება, ხიდების და გაბიონების მშენებლობა, ფერდსამაგრი სამუშაოები, სამელიორაციო არხების კეთილმოწყობა) ხორციელდება, რომელთა 85 % უკვე შესრულებულია და ან დამამთავრებელ ეტაპზეა.

თეგები


Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება