შშმ პირების დღესთან დაკავშირებით რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება

შშმ პირების დღესთან დაკავშირებით რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა ღონისძებებს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.

ღონისძიების მიზანია, წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულების პოპულარიზაცია, სტიგმასთან ბრძოლა. ასევე, რეგიონებში მცხოვრები შშმ პირების გააქტიურება.

ღონისძიებებში ჩაერთვებიან შშმ პირები საქართველოს რეგიონებიდან. პროექტის ძირითადი მესიჯია: არა ბარიერებს! არა შეზღუდვებს!

ღონისძებების განრიგი:

  • 1-2 დეკემბერი: მოხალისეების გადამზადება მარნეულსა და რუსთავში თემაზე შშმ პირები,სწორი ტერმინოლოგია.
  • 2 დეკემბერი: 10:00 კონფერენცია შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა თემაზე (ჭიათურა) 15:00 ინკლუზიური კონცერტი ჭიათურის დრამატულ თეატრში.
  • 3 დეკემბერი: 10:00-12:00 მონაწილეთა რეგისტრაცია (მარნეულის სპორტის სასახლე) 12:00 მკლავჭიდი,დარტსი,ნარდი,მაგიდის ჩოგბურთი, სირბილი 30 მეტრზე, ჭადრაკი (მარნეულის სპორტის სასახლე);  15:00 პარაკალათბურთის საჩვენებელი მატჩი (მარნეულის სპორტის სასახლე) 16:00 მონაწილეთ    დაჯილდოება (მარნეულის სპორტის სასახლე); 17:30 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა (რუსთავის თეატრი) 18:00 ინკლუზიური გალა-კონცერტი (რუსთავის თეატრი)
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები