გია ვოლსკი: წარმოვიდგინე, ქუჩაში მოდის სერვანტესი და მას მოჰყვება რომანი

გია ვოლსკი: წარმოვიდგინე, ქუჩაში მოდის სერვანტესი და მას მოჰყვება რომანი
13 / 10 / 2017 17:39

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვეულებ ამბავად იქცა.

"ერთმანეთის გაქილიკების, შეურაცხყოფის მიყენება ჩვეულებრივ ამბავად იქცა, ეს საქართველოს სამწუხარო რეალობაა, და ჩვენ თუ რაღაც წინადადებას ვაყენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც უმრავლესობას მიიღებს და მთავრობას შექმნის, არ დაუშვებს პოლიტიკურ კრიზისს, ეკონომიკურ კრიზისს, ამას გარკვეული საფუძველი გააჩნია", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიებთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა: "წარმოვიდგინოთ, გზაზე მიდის მოქალაქე, რომელსაც სახელად ჰქვია სერვანტესი, და გვერდით მიდის, მეორე და მესამე მოქალაქე, რომელსაც ქვია დავუშვათ „მწვანეთა პარტია“ მრეწველთა პარტია და იმ ერთს მიმატებული იქნება ორი. ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი".

რომან გოცირიძის შეფასების საპასუხოდ ვოლსკიმ დასძინა: "უცებ წარმოვიდგინე სერვანტესი მოდის ქუჩაში, მას მოჰყვება ბატონი რომანი (გოცირიძე), კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩვენ სხვადასხვა პარტიებიდან ვიცით, ზოგის გვარი არ გვახსოვს, არ მინდა გამოცდის ჩატარება და ეს არის სამი, ეს არის 20, მაგრამ თუ კი რომელიმე პარტიის ლიდერი, ან თუნდაც დამოუკდიებელი დეპუტატი მოდის სერვანტესთან ერთად, ეს რასაკვირველია, კვლავ ერთი რჩება. უბრალოდ ვერ არის გარკვეული ვინ არის სერვანტესი ამ შემთხვევაში, თუ "ქართულ ოცნებას" გულისხმობს, მისაღებია, მაგრამ არამგონია ეს შედარება ამ კუთხით და ამ გაგებით ეთქვა მას". 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება