დიმიტრი ქუმსიშვილი: ფისკალური რეფორმები უკეთესი ბიუჯეტირებისკენაა მიმართული

დიმიტრი ქუმსიშვილი: ფისკალური რეფორმები უკეთესი ბიუჯეტირებისკენაა მიმართული

საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და გამჭვირვალობა, - ესაა ჩამონათვალი იმ რეფორმებისა, რომელზეც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან და მის გუნდთან ერთად განიხილა. აღნიშნული დეპარტამენტი საქართველოს, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს, უწევს ტექნიკურ დახმარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც ტექნიკური დახმარება უფრო ინტენსიური იქნება. აღინიშნა, რომ საქართველომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და ფისკალური გამჭვირვალობა და სხვა, საბოლოო ჯამში, მიმართულია უკეთესი ბიუჯეტირებისაკენ, რათა რისკებმა, რაც შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიოს ქვეყნის ბიუჯეტზე.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები