იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო - დასავლეთ საქართველოს სტიქიამ პრობლემები შეუქმნა

იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო - დასავლეთ საქართველოს სტიქიამ პრობლემები შეუქმნა
16 / 10 / 2017 18:12

ამ დროისათვის, სტიქიის ზონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

იმერეთის, გურიის აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უშუალოდ უწევენ სამუშაოს კოორდინირებას. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მუნიციპალიტეტებში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბებიი და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში და ოზურგეთში. ასევე, განვითარდა მეწყრული პროცესები გურიისა და აჭარის რამდენიმე სოფელში. ყველა დაზარალებულ მონაკვეთში მობილიზებული არიან სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.
ამ ეტაპზე იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება, ადგილზე მუშაობენ ენერგო პრო-ჯორჯიას წარმომადგენლები, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა მოსახლეობას ელექტროენერგია უმოკლეს ვადაში აღუდგეს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები აჭარაშიც შექმნა, სტიქიის ადგილას იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯომარე ზურაბ პატარაძე და შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. გურიასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობს დილიდან ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა საქართველოში 17 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი და ქარბუქი. 18 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, დღის ტემპერატურა მოიმატებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება