ირაკლი კობახიძე: პარლამენტი სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს
17 / 10 / 2017 14:25

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

''ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვე დასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბრის თვეში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი'',- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმ საკითხს, არის თუ არა საუბარი თამარ ქალდანის კანდიდატურაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, თუმცა, მისი შეფასებით, თამარ ქალდანი კარგი სახალხო დამცველი იქნებოდა.

''ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. რაც შეეხება ქალბატონ თამარ ქალდანს, მე მას დიდ პატივს ვცემ, ის იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია მმართველ გუნდში. უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები და სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში პარლამენტი აირჩევს სახალხო დამცველს'', - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება