გიორგი მარგველაშვილი: ამ გმირების თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის

გიორგი მარგველაშვილი: ამ გმირების თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის

''დღეს მშობლიურ მიწას საბოლოდ მივაბარეთ 25 გმირი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ერთიანობასა და თავისუფლებას, '' - ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთიდან 25 გმირის ნეშტის გადმოსვენებას. 

''მათი თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის.

ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა და ძალისხმევა არ დააკლო, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო.

მიხარია, რომ ამ ჰუმანური აქტით ის დიდი ტკივილი, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ, ცოტათი მაინც შემსუბუქდება'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 10 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 101 უკვე ამოცნობილი იყო. ამ ეტაპზე, კიდევ 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

ამოცნობილია სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილი გმირების ნეშტები - საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ნეშტები ამოცნობილია. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 24 წლის შემდეგ კი, ჩვენი დროის გმირების ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები