პრემიერი: დღევანდელი მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა

პრემიერი: დღევანდელი მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა

"რთველი 2017 დამთავრდა ძალიან წარმატებულად. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, გლეხის და მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება. რთველის პეროცესში ჩართული იყო 230 კკომპანია და ყუირზენი კომპანიებს 15 000-მდე მევენახემ ჩააბარა"", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული. მევენახეები და მეწარმეები ფასზე სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად შეთანხმდნენ და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით. მინდა, მადლობა გადავუხადო რთველის საკოორდინაციო შტაბს, კონკრეტულად მინისტრს ლევან დავითაშვილს გადავუხადო მადლობა ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები