ლევან დავითაშვილი: ფაროსანა გლობალურ პრობლემად ყალიბდება

ლევან დავითაშვილი: ფაროსანა გლობალურ პრობლემად ყალიბდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაროსანა, რომელის გლობალურ პროპბლემად ყალიბდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზარალის მომტანია.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობამ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალებით უნდა გაიმარჯვოს.

"ეს ფაროსანა არის პრობლემა, რომელიც გლობალურ პრობლემად ყალიბდება და ჩვენ გავქვს მუდმივი კომუნიკაცია კოლეგებთან ყველა ქვეყანაში. ევრაზიის რეგიონისთვის და ამ შემთხვევაში 2 დიდი ეპიცენტრი არსებობს, ეს არის საქართველო და ჩრდილოეთ იტალია, თუმცა მნიშვნელოვან ზარალს ის იწვევს ესპანეთში, შვეიცარიაში და ასე შემდეგ. იქ გაცილებით უფრო დიდია ზარალი. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მეტი, თუ რომელიმე ხელისუფლებას სადმე გაუკეთებია ამ მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ყველა ღონისძიება იყო ადეკვატური იმ ცოდნასთან და ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც ამ მავნებელთან მიმართებაში არსებობდა, ამ მავნებელს ამერიკა 15 წელიწადზე მეტია ებრვის და იქ დღეს ყალიბდება გამოცდილება მავნებლის ბიოლოგიასთან დაკავშირებით, რომ ეფექტიანი იყოს ღონისძიებები და ჩვენ გვქონდა 1 წლიანი გამოცდილება. შედეგებს უნდა მივაღწიოთ ერთობლივი ბრძოლით. ერთად უნდა დავამარცხოთ ფაროსანა",- განაცხადა დავითაშვილმა.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები