დავითაშვილი: რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს

დავითაშვილი: რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია, თუმცა რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს. თუ ამ პროდუქტის ხარისხი და ფასი იქნება ადეკვატური, იქნება მაღალი, რა თქმა უნდა, ეს პროდუქტი წარმატებით გაიყიდება. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია, რადგან ბოლო წლებში ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა გაიზარდა. ეს არის ძალიან კონკურენტული ბაზარი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არსებობს შეზღუდვა ევროკავშირიდან, ალკოჰოლურ სასმელები არ შეზღუდულა, აქ შედის ყველა ევროპული მწარმოებლის ღვინო და ასეთ კონკურენტულ გარემოში ქართული ღვინო წარმატებულია. თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ დივერსიფიკაციის კუთხით არ ვმუშაობთ ან შედეგი არ გვაქვს. ორივე გვაქვს",- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, "ფაქტობრივად, ყოველ წელს ორმაგდება ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით".

"ფაქტობრივად, ყოველ წელს ვაორმაგებთ ექსპორტს ჩინეთის მიმართულებით, რომელიც აბსოლუტურად ახალი ბაზარია. ამ ფონზე, ერთის მხრივ, შევქმენით საქართვეოს ცნობადობა, რაც წინაპირობაა შემდეგ პროდუქტის ცნობადობის სექმნის, რაც ასევე წინაპირობაა, რომ საქართველოდან ღვინის გაყიდვა შევძლოთ ზოგადად ბაზარზე. ესეც კონკურენტული ბაზარია. დღევანდელი მონაცემებით საქართველო პირველ 11 იმპორტიორ ქვეყანაშია. ათეულში ალბათ წლის ბოლომდე ვიქნებით. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩინეთის მიმართულებით. ამას წელს დაემატა იაპონია. სამხრეთ-აღმოსავეთ აზიაში ასევე არის ძალიან პერსპექტიული, სტაბულური, მაღალფასიანი და მარალხარისხზე ორიენტირებული ბაზარი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იაპონიაში ვიქნებით წარმატებულები, რადგან ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. კარგი მარკეტინგული გეგმაც გვაქვს.ასევე აშშ, სადაც საკმაოდ ორგინალურ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს თავი. აქ ჩვენ ზრდის საკმაოდ დიდი ტენდენცია გვაქვს. თუმცა, ქართული ღვინის მიმართ აღქმა რადიკალურად შესაცვლელია. ასე რომ, სამი ახალი მიმართულები იქნება საკმაოდ დიდი ალტერნატივა უკვე ტრადიციული ბაზრებისთვის",- განაცხადა დავითაშვილმა.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები