პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ხელი მოაწერა
19 / 10 / 2017 18:08

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ხელს აწერს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცვლილებებს ვეტო დაადო და კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადებას წინ უძღოდა პრეზიდენტის მიერ "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციები, ასევე ვენეციის კომისიის მიერ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება.

საპარლამენტო უმრავლესობამ 13 ოქტომბერს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 117 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებების პირვანდელი ვერსია დაამტკიცა.

ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. 2024 წლიდან კი, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრით დაკომპლექტდება.

პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში, თუმცა მას აღარ ევალება, რომ "კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება".

პრეზიდენტი კარგავს უფლებას, რომ "მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში".

პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით, არამედ მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს 300 ხმოსანის შემადგენლობით, თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ პირდაპირი წესით გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც.

ეროვნული უშიშროების საბჭო აღარ იარსებებს. სანაცვლოდ, ახალი კონსტიტუციით, შეიქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება, სადაც ამომრჩევლები 73 დეპუტატს მაჟორიტარული სისტემით, ხოლო დარჩენილ 77 დეპუტატს პროპორციული სისტემით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი არსებული 5%-დან 3%-მდე შემცირდება და პარტიები საარჩევნო ბლოკების შექმნას შეძლებენ

2024 წლიდან პარლამენტი მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა. საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ იქნება შესაძლებელი. 5%-იანი ბარიერი ძალაში დარჩება. იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მთლიანად გამარჯვებული პარტია მიიღებს.

ასევე, ახალი კონსტიტუციით, ქუთაისი აღარ იქნება პარლამენტის განთავსების ადგილი.

ამასთან, ქორწინება განისაზღვრა, როგორც კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ოჯახის შექმნის მიზნით.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება