პრეზიდენტი: დარმწუნებული ვარ, საბოლოოდ მივიღებთ თანხმობის კონსტიტუციებს

პრეზიდენტი: დარმწუნებული ვარ, საბოლოოდ მივიღებთ თანხმობის კონსტიტუციებს
19 / 10 / 2017 18:38

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრლამენტმა მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია.

პრეზიდენტის თქმით, ერთპარტიული კონსტიტუციის თაობაზე ის თავიდანვე აფიქსირებდა პოზიციას.

"1 წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილების პროექტი. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ, და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, რომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს.

მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი.

ბოლოს ამ მიზნით, გამოვიყენე ვეტოს უფლება. სამწუხაროდ, ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, "ქართული ოცნება" ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში.პარლამენტმა მიიღო ის. რაც აქამდე მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ და დამტკიცებულ კონსტიტუციის პროექტს ხელი მოაწერა.

"ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან უნდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს.

მთელ ამ პროცესში ჩვენ გვსურდა ევროპული სტანდარტის დამკვიდრება. სტანდარტისა, რომელიც ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის იყო მეორე სტანდარტიც, "ქართული ოცნების", რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი დღევანდელი ნაბიჯი მინდა განხილულ იქნას, როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი, სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს მინდა მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს, უფრო ძლიერი, მუშა და უფრო ეფექტური დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოებასთან ერთად შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას და საბოლოოდ მივიღებთ თანხმობის კონსტიტუციებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება