კვირიკაშვილი: კახა კალაძე ბევრად აღემატება ყველა დანარჩენ კონკურენტს

კვირიკაშვილი: კახა კალაძე ბევრად აღემატება ყველა დანარჩენ კონკურენტს
20 / 10 / 2017 20:46

კახა კალაძის წინასაარჩევნო პერიოდის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კვირიკაშვილი:

''დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა კახა კალაძეს. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ კახა აუცილებლად გაიმარჯვებს, ''ქართული ოცნება'' გაიმარჯვებს და ამით ჩვენი თბილისი გაიმარჯვებს, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს.

დღეს თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მერი, ასეთი ადამიანი' ასეთი წესიერი, ასეთი პროფესიონალი, პრინციპული, ასეთი თანამედროვე ხედვების მქონე, და ძალიან მასშტაბური გეგმების მქონე ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ კახა გაამართლებს ყველაზე მაღალ მოლოდინებს, რომლებიც დღეს თბილისელებს აქვთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენს ქვეყანაში ''ქართული ოცნების'' პირობებში უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად, გამჭვირვალედ ჩატარება და ყოველი შემდგომი არჩევნები პოზიტივით არის სავსე. მთელი ჩვენი კამპანია ჩატარდა და კახამ ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით. ის მხოლოდ და მხოლოდ დადებითზე, პოზიტივზე და მომავალზე იყო ორიენტირებული და სწორედ ასეთი იქნება ჩვენი თბილისი - დადებითი და სიცოცხლით სავსე.

მაგრამ ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთი რამ გახდა კიდევ ძალიან თვალშისაცემი - ეს არის ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც კახას გააჩნია ყველა დანარჩენ კანდიდატთან მიმართებაში და მე მინდა კახას მივულოცო ეს უდიდესი წარმატება და თბილისელებმა დაინახეს ეს ძალიან დიდი პოზიტიური განსხვავება. თავისი პროფესიონალიზმით, მომზადების დონით, მასშტაბურობით, კახა ბევრად აღემატება ყველა დანარჩენ კონკურენტს. ამისთვის ძალიან ბევრი შრომა გასწია კახამ, იმისათვის, რომ თითოეული თბილისელის გულამდე მიეღწია ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ეს ხმა იქნება გამოხატული. მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა თბილისელს, კახას სჭირდება ძლიერი მანდატი, რომ მასშტაბური გეგმები აუცილებლად განახორციელოს. და ეს ძლიერი მანდატი მხოლოდ და მხოლოდ მიიღწევა თითოეული თქვენგანის მიერ თქვენი წილი მანდატის კახაზე გადაცემით ხვალ არჩევნების დღეს. მინდა გთხოვოთ, ყველა თქვენგანმა გამოხატოს ის ნება, რომელიც კახას მისცემს საშუალებას, რომ თბილისი ჭეშმარიტად გადაიქცეს სინათლის, სიცოცხლით სავსე ქალაქად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება'', - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება