პრეზიდენტი: მე ჩემს სამ სხვადასხვა ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

პრეზიდენტი: მე ჩემს სამ სხვადასხვა ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ ხმა სამ სხვადასხვა ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.

"ვულოცავ ამ მნიშვნლოვან დღეს ამომრჩეველს ყველას მოგიწოდებთ იყოთ ძალინ აქტიურები დღეს წყდება ბედი ძალინ ბევრ საკითხის, რაც მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებმა გადაწყვიტოს. ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთესი მომავლისთვის. ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს იმას, რაც უნდათ მოქალაქეებს თავის უბანში, სოფელში, ქალაქში აქედან გამდინარე შექნის ჩვენს უკეთეს ყოფას",- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს, 2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.

დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 440 123-ია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები