პრეზიდენტი: ვულოცავ არჩეულ მერებს, გამარჯვებულ პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს

პრეზიდენტი: ვულოცავ არჩეულ მერებს, გამარჯვებულ პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს
23 / 10 / 2017 10:28

"ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, გამარჯვებულ პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გათვალისწინება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის.

იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზედენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება